ჭადრაკი

16:02 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის

სომხეთის დედაქალაქ ერევანში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც ჯამში 8 ქართველი ჩაება.

50 წლამდე მონაწილეთა შორის, 3 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგით რუსი ევგენი კალეგინი (2431) ლიდერობს, გიორგი ბაღათუროვი (2393) და ზურაბ სტურუა (2545) კი, მას 0.5 ქულით ჩამორჩებიან და შესაბამისად, მე-3 და მე-7 ადგილები უკავიათ.

დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 18. ციალა ქასოშვილი (2176) – 2.0 ქულა; 25. გიორგი ქიტესაშვილი (1814) – 1.5; 27. ნინო მელაშვილი (2140) – 1.0; 34. თამარ ჭანტურია (1626) – 1.0;

65 წლამდე მოჭადრაკეთა შორის 3.0-3.0 ქულით უკრაინელი ვალენტინ ბოგდანოვი (2376) და ვიკტორ კუპრეიჩიკი (ბელარუსი, 2361) დაწინაურდნენ. ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი (2299) 2.5 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო თამარ ხმიადაშვილს (2081) 1.5 ქულით 26-ე პოზიცია უკავია.

0.117355