ფეხბურთი

10:59 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვასკესი: "საქართველოსთან წაგებამ მოტივაცია უნდა შეგვმატოს"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ლუკას ვასკესმა საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ "ფურია როხამ" "ჯვაროსნებთან" თამაშში დაშვებული შეცდომები უნდა გაანალიზოს, რათა ევროპის ჩემპიონატი კარგად დაიწყოს.

"ეროვნულ ნაკრებში დებიუტით ბედნიერი ვარ. ატარო 9-ნომრიანი მაისური, ეს პატივია. დღევანდელ ფეხბურთში, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეუძლია შენი დამარცხება და ამ წაგებამ მოტივაცია უნდა შეგვმატოს. ევრო 2016-მდე შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, რათა ტურნირი კარგად დავიწყოთ." - ციტირებს Football Espana ვასკესის სიტყვებს.

ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრებში ვასკესი 70-ე დებიუტანტი გახლდათ. ლუკასისთვის "ფურია როხას" რიგებში პირველივე მატჩი წარუმატებელი გამოდგა. საქართველომ ესპანეთი "ხეტაფეს" სტადიონზე 1:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115348