აგერ დაიწყო კოპა ამერიკა და აფუსფუსდა მთელი ლათინური ამერიკის ლამაზმანობა. მათ გარეშე ხომ ფეხბურთი ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც საერთოდ სამყარო. სხვა ლათინოამერიკულ ნაკრებთა მსგავსად, ლამაზმან ქომაგთა სიმრავლე არც კოლუმბიის ეროვნულ გუნდს აკლია.
ცნობილმა კოლუმბიელმა მოდელმა და მსახიობმა, დანიელა ხარამალიომ მშობლიური ქვეყნის უპირველეს ნაკრებს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ დიდი წარმატება უსურვა და დასძინა, რომ დადგა ჟამი, როდესაც კოლუმბიის ნაკრები მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზადაა დიდი გამარჯვებები მოიპოვოს.
ვის ვის და, დანიელა ხარამალიოს არასოდეს შეშლია კოლუმბიელთა ქომაგობა (თუნდაც ეს ნიფხვის სწრაფად შემოძარცვაში გამოიხატოს) და ამ ქვეყნის ნაკრების თილისმადაც სამართლიანად ითვლება. ერთი ისაა, რომ ამ ბოლო დროს ბევრი თავისუფალი დრო აღარ რჩება და თავის სათუთ სხეულს სულ უფრო იშვიათად იშიშვლებს. არადა, ამ ქალის მოცდენა იქნება?