ფეხბურთი

2:07 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე საქართველოსთან მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე საქართველოს ნაკრებთან მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც მან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, ევროპის ჩემპიონატზე “ფურიე როხას” გეგმები უცვლელია.

“ამ შედეგის გამო არ უნდა დავმწუხრდეთ. ჩვენი მიზნები ევროპის ჩემპიონატზე არ იცვლება. დღეს პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და მეორე ნახევარში სიტუაციის გამოსწორებას მოედანზე ანდრეს ინიესტას გაყვანით შევეცადეთ, მაგრამ მეტოქემ თავისუფალი სივრცეები არ დაგვიტოვა”, - განაცხადა დელ ბოსკემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრები მადრიდში საქართველოს ნაკრებთან მოულოდნელად 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯაბა ჯიღაურის ჩინებული გადაცემის შედეგად თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120766