ფეხბურთი

1:53 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "მოულოდნელი და წარმოუდგენელი გამარჯვება იყო"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვებას მოულოდნელს და წარმოუდგენელს უწოდებს. ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ეს შედეგი იყო წარმოუდგენელი და მოულოდნელი. საქართველოს სჭირდებობა დღევანდელი გამარჯვება, ბოლო თამაშებში ნაჩვენები შედეგების გამო. ეს მოგება გვაძლევს ძალას და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენ არ ვართ ძალიან მაღალი დონის გუნდი, მაგრამ რასაც მივაღწიეთ, ჩვენთვის დიდი სიხარულია”, - ციტირებს ვაისის სიტყვებს ესპანური გამოცემა “მუნდო დეპორტივო”.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მადრიდში ესპანეთს თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით მოუგო და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114341