გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მისსავე მოედანზე მოუგო. "ჯვაროსნებს" "ალფონსო პერეს კოლიზეუმზე" თორნიკე ოქრიაშვილის გოლი ისტორიული მოგებისთვის ეყოთ.
თორნიკემ გამარჯვების ბურთი პირველი ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე შეაგდო მატჩის მიმოხილვა, როცა ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და შეტევა დიდებულად დაასრულეს.
მეორე ტაიმში ესპანეთი გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა და ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მარცხი იგემა. სხვათა შორის, მადრიდელმა ქომაგმა სტადიონის დატოვება თამაშის დასრულებამდე დაიწყეს...
დღევანდელი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაკრებისთვის უდაოდ ისტორიულია. ვლადიმირ ვაისისთვის კი, საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში სადებიუტო მოგება აღმოჩნდა... ოთხი დღის წინ, რუმინეთთან კოშმარული მარცხის მერე, ასეთ რამეს ალბათ, ყველაზე დიდი ოპტიმისტიც ვერ წარმოიდგენდა...