რუმინეთის კურორტ მამაიაში დასრულებული ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული უკრაინელი ანა უშენინა (2450) გახდა, რომელმაც 11 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და ესპანელ საბრინა ვეგა გუტიერესს (2375) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
ევროპირველობის მე-3 ადგილი ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას (2507) ერგო, რომელმაც თავი 8.0 ქულას მოუყარა და სომეხ ლილიტ მკრტჩიანს (2434) ასევე დამატებითი მაჩვენებლებით გაასწრო.
ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ლელა ჯავახიშვილს (2493) და ნინო ხურციძეს (2409) აღმოაჩნდათ. მათ 7.5-7.5 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, მე-9 და მე-10 პოზიციები ერგოთ.
დანარჩენმა ქართველებმა ასეთი შედეგები დააფიქსირეს: 15. სოფიკო ხუხაშვილი (2355) – 7.0; 21. სალომე მელია (2409) – 7.0; 45. ნინო ბაციაშვილი (2476) – 6.0; 52. მერი არაბიძე (2363) – 5.5; 67. მაია ლომინეიშვილი (2367) – 5.0; 80. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 5.0; 87. მირანდა მიქაძე (2233) – 4.5; 98. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 4.0; 99. სოფიო გვეტაძე (2311) – 4.0;