ფეხბურთი

23:40 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ესპანეთს ამარცხებს!

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს ამარცხებს. პირველი ტაიმის შემდეგ მადრიდის "ალფონსო პერეს კოლიზეუმზე" ანგარიში 1:0 გახლავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის სასარგებლოდ.

გოლი მე-40 წუთზე გავიდა: მოედნის ცენტრში ესპანელმა ფეხბურთელებმა შეცდომა დაუშვეს, რის მერეც ბურთი ვაკო ყაზაიშვილმა მოიხელთა და მეტოქის კარს შეუტია. შემდეგ შეტევა ჯაბა ჯიღაურმა გააგრძელა, რომელმაც ჟორდი ალბა ადვილად მოატყუა და კარის გასწვრივ გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელსაც თორნიკე ოქრიაშვილი გამოეხმაურა. იგი ცარიელ კართა მარტო იყო დარჩენილი და ბუნებრივია გატანა არ გასჭირვებია - 0:1 (VIDEO).

ახლა, "ხეტაფეს" სტადიონზე შესვენებაა და მატჩი დაახლოებით 10 წუთში განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120193