ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) პირველივე რაუნდში გამოეთიშა. შაფათავა საწყის შეხვედრაში ჩეხ კაროლინა მუხოვასთან 6:3, 3:6, 3:6 დამარცხდა.
საინტერესოა, რომ წყვილთა ტურნირში ერთბაშად 3 ქართველი გოგონა ითამაშებს. შაფათავა და ისრაელის წარმომადგენეი დენიზ ხაზანიუკი ეკატერინე გორგოძეს და სოფო ქვაცაბაიას ეთამაშებიან.