ფეხბურთი

20:01 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ნაკრებს სავარჯიშო ფორმა შემოაკლდა...

რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მოულოდნელად გამოძახებულ არტურ იუსუპოვს თურმე სავარჯიშო ფორმა არ ჰქონია. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა. როგორც მან ბრძანა, სავარჯიშოდ ფორმა დროებით რომან ნოიშტადტერისგან ითხოვა.

“როდესაც მითხრეს, რომ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული, იმ დროს იმავე სასტუმროში ვიმყოფებოდი, სადაც რუსეთის ნაკრები – ყველაფერი უეცრად მოხდა.

სავარჯიშო ფორმაც კი არ მქონდა თან და იგი ნოიშტადტერმა მათხოვა. არ ვიცი, როგორ ფორმაში ვიქნები ევროპის ჩემპიონატისთვის, რადგან უკვე 12 დღე შვებულებაში ვიყავი”, - თქვა იუსუპოვმა.

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ნახევარმცველი ნაკრებში ლეონიდ სლუცკიმ იგორ დენისოვის ნაცვლად მიიწვია, რომელსაც დამდეგი ევროპირველობა მუხლის ტრავმის გამო გაუცდება.

0.118972