ფეხბურთი

16:44 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია და მისი შტაბი აეკ-ში სეზონში 400 000 ევროს მიიღებს
ათენში გიორგი ლორიას შეძენას აპირებენ

ცნობილი გახდა, რომ ათენის აეკ-ის ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და მისი სამწვრთნელო შტაბი სეზონში 400 000 ევროს მიიღებს, ოღონდ ბონუსების გარეშე. ამ ინფორმაციას ბერძნული sportdog-ი ავრცელებს. ანუ, ეს არაა მხოლოდ ქეცბაიას ხელფასი, 400 000-ს მთლიანად შტაბი მიიღებს.

რა თქმა უნდა, ქეცბაიას პირველი თანაშემწე სოსო ჭედია იქნება: ისევე როგორც სხვა კლუბებში იყო და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.

და კიდევ, აეკ-ი მეკარის შეძენას აპირებს. სამი კანდიდატი დასახელდა და მათ შორის ყველაზე რეალურად მიიჩნევა გიორგი ლორია, რომელიც სამარის “კრილიაში” გამოდის. ლორია უკვე თამაშობდა საბერძნეთში, კერძოდ, ოფი-ში. მერე “ოლიმპიაკოსში” გადავიდა, საიდანაც მალევე მოუწია წასვლა.

0.120544