“ოკლაჰომა სიტი სანდერის” ფორვარდი კევინ დიურანტი 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ს ეროვნულ ნაკრებში თამაშს გეგმავს. დიურანტი ივლისში თავოსუფალი აგენტი ხდება და იყო მოლოდინი, რომ ის საკლუბო ამბებით დაკავდებოდა, თუმცა, როგორც სჩანს, ეს, ასე არ იქნება.
გასულ რეგულარულ ჩემპიონატში 27 წლის დიურანტმა 72 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 28.2 ქულა, 8.2 მოხსნა, 5.0 პასი, 0.9 ჩაჭრა და 1.2 დაფარება გახლდათ.
ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გუნდში ვერ ვიხილავთ “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ერთ-ერთ ლიდერ სტეფ კარის. ის გარკვეული პაუზის აღებას აპირებს, რათა ამ პერიოდში ტრავმირებული მუხლის მკურნალობით დაკავდეს.
თავის მხრივ, ბრაზილიაში არგამგზავრებას ზიკას ვირუსით დაავადების შიშით ხსნის “უორიორსის” კიდევ ერთი წევრი ანდრე იგუდალა. რაც შეეხება ასევე გოლდენ სტეიტელთა წევრ დრეიმონდ გრინს, ის მიწვევის შემთხვევაში, რიოში თამაშს გეგმავს.