ფეხბურთი

13:15 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილი "დინამოში" დაბრუნდა

ერთ-ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც იჯარით ბრემენში იმყოფებოდა და ვერდერი 2- ის რიგებში ასპარეზობდა, მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. როგორც თბილისის "დინამოს" პრესსამსახური იტყობინება, პაპუნაშვილს ტერფის ტრავმა აწუხებს და კლუბის სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის საქართველოს ჩემპიონს ევრო არენაზე პირველივე მატჩში დაეხმაროს.

აქვე, გიორგი პაპუნაშვილის და "დინამოს" ტექნიკური დირექტორის ლევან ზუხბაიას კომენტარები, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

"გერმანიაში გატარებული პერიოდი ჩემთვის წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ საკმაო გამოცდილება მივიღე. თვალნათლივ დავინახე თუ რა დამაკლდა გუნდში თავის დასამკვიდრებლად. ზუსტად ვიცი რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის წამყვან კლუბებში მოსახვედრად. თვითკრიტიკული ვარ და ამიერიდან გაათმაგებული ენერგიით და მონდომებით ვივარჯიშებ. ვთვლი, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდი წინ მაქვს და ამის დამტკიცებას დინამოს უახლოესი მატჩებიდან ვაპირებ" - განაცხადა გიორგი პაპუნაშვილმა.

"გიორგი საოცრად მოტივირებულია. მე მჯერა, მისი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი აუცილებლად გააძლიერებს "დინამოს". ის მხოლოდ 20 წლის არის და თუ ასეთი შემართებით გააგრძელებს, უთუოდ ითამაშებს ევროპული დონის ფეხბურთს. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი, მისი დროული მკურნალობა და მინდორზე დაბრუნებაა" - კლუბის ტექნიკური დირექტორი ლევან ზუხბაია.

0.116991