თამაშგარე

11:53 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრეის ლუისის თავსატეხი – შოკოლადი თუ რონალდუ?!

ახლა უნდა გიამბოთ, 26 წლის გრეის ლუისზე, – „პლეიბოის“ თვის გოგონაზე, რომელიც „მანჩესტერის“ დიდი ფანია.

ამ ჟღალთმიან ლამაზმანს გული ჰქონია შევარდნილი კრიშტიანუ რონალდუზე და თავის დროზე ძალიან დასწყდა გული მადრიდის „რეალში“ რომ გადავიდა. მშვენიერ გრეისს, იმედის ნაპერწკალი არ ჩაჰქრობია და ფიქრობს, რომ „ოლდ ტრაფორდის“ ტრიბუნიდან კვლავ უგულშემატკივრებს კრიშტის.

„პლეიბოის“ გოგონას შოკოლადის ნუგბარი ძალზედ ჰყვარებია და არჩევანზე რომ მიდგეს საქმე რონალდუსა და შოკოლადს შორის, გადაწყვეტილების მიღება ძალზედ გაუჭირდება.

0.115913