კალათბურთი

11:07 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბ" ნაკრები ჩინეთში ითამაშებს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ,,ბ’’ ნაკრები გუნდი ივლისის დასაწყისში ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა, სადაც საქართველოსთან ერთად ჩინეთის ,,ბ’’, პოლონეთის ,,ბ’’ და რუმინეთის ..ა’’ ნაკრები გუნდები ითამაშებენ. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ ,,ბ’’ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ,,ბ’’ ნაკრებში სათამაშოდ უსტიაშვილმა 16 კალათბურთელი გამოიძახა, საიდანაც გუნდში 12 - 13 სპორტსმენი დარჩება.

შეკრებაზე გამოძახებულნი არიან:

უკანახაზი

რევაზ როგავა (,,ოლიმპი’’)

გივი ბაქრაძე (,,სოხუმი’’)

ირაკლი მიქელაძე (,,ბათუმი’’)

მერაბ ბოქოლიშვილი (,,აკადემია’’)

ბექა წივწივაძე ( ,,ვითა’’)

ნოდარ გოგოძე ( ,,დინამო’’)

ფორვარდები

კახა ჯინჭარაძე (,,მგზავრებიარმია’’)

გიორგი ორმოცაძე ( ,,მგზავრებიარმია’’)

კახა ტომარაძე (,,ოლიმპი’’)

გრიგოლ შვანგირაძე (,,დინამო“)

ირაკლი ჩლაიძე (,,ვითა’’)

ცენტრები

ბექა ბექაური (,,ქუთაისი - 2010’’)

აკაკი დვალიშვილი (,,ბათუმი’’)

გეგი ბაქრაძე (,, ოლიმპი’’)

რიჩარდ მათიაშვილი (,,ქუთაისი - 2010’’)

გიორგი ჯგერენაია (,,სოხუმი’’)

ეს ის კალათბურთელები არიან, რომლებმაც 2015 – 2016 წლების საკალათბურთო სეზონში თავი გამოიჩინეს, მაგრამ კონკურენციას ვერ გაუძლეს და პირველი ნაკრების მიღმა დარჩნენ. ამ ნაკრებში თუ ვინმე თავს გამოიჩენს, გამორიცხული არაა პირველ გუნდში გადაინაცვლოს.

0.11743