ჭადრაკი

3:12 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა ვიქტორ კორჩნოი

გუშინ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის ორგზის პრეტენდენტი, საჭადრაკო ოლიპიადის 6-გზის გამარჯვებული, ევროპის 5-გზისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის 4-გზის ჩემპიონი ვიქტორ კორჩნოი. იგი ღრმად მოხუცებულიც კი ჭადრაკს საკმაოდ კარგად თამაშობდა. 80 წლის ასაკში გახდა ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.
კორჩნოი დაიბადა 1931 წლის 23 მარტს ქ. ლენინგრადში. 1976 წელს ერთ-ერთი ტურნირის დასრულების შემდეგ, იგი უკან აღარ დაბრუნდა და ქალაქ ამსტერდამში (ჰოლანდია) დარჩა. 1994 წელს შვეიცარიის მოქალაქე გახდა და სიცოცხლის დარჩენილი წლები იქ გაატარა.

0.130672