ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჰოლანდიურ ჰერტოგენბოშში იმყოფება და ბალახის სეზონს ადგილობრივ საერთაშორისო ტურნირზე გახსნის, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარია.
ტრადიციისამებრ, ოქსანა ძალებს წყვილთა შეჯიბრში მოსინჯავს. კალაშნიკოვა ამჯერად ცნობილ ყაზახ ჩოგბურთელ იაროსლავა შვედოვას შეუწყვილდება და საწყის რაუნდში რუს ვერ დეშევინას და ლატვიელ ელენა ოსტაპენკოს დაუპირისპირდება.
მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველ და ყაზახ ჩოგბურთელებს 60-60 სარეიტინგო ქულა ერგებათ.