“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნბა-ს ფინალურ სერიაში “გოლდენ სტეიტ უორიორსთან” 0:2 ჩამორჩენის შემდეგ, არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა.
“მეტოქემ ორივე თამაში მოგვიგო, თანაც, საერთო ჯამში 48 ქულით დაგვამარცხა. “უორიორსმა” ყველაფერში დაგვჯაბნა. ვერცერთ ასპექტს ვერ ვიხსენებ, რომელშიც მათზე უკეთ გამოვიყურებოდით”.
შეგახსენებთ, რომ “გოლდენ სტეიტმა” ფინალის საწყისი მატჩები, შესაბამისად, 104:89 და 110:77 მოიგო, მომდევნო 2 შეხვედრა კი, შესაბამისად, 9 და 11 ივნისს კლივლენდში ჩატარდება.