ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი რუსეთში იმყოფება და მიმდინარე კვირაში მოსკოვის ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) ითამაშებს.
მეტრეველი ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება, რომლის ვინაობაც დღის ბოლოსკენ გაირკვევა.
ქართველი ჩოგბურთელი ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც მოსინჯავს. მეტრეველი და ყაზახი დმიტრი პოპკო მე-4 განთესვის მქონე რუსულ-ბელარუსულ დუეტს (მაცუკევიჩი-ვასილევსკი) ეთამაშებიან.