თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში “ბარსელონასთან” მე-2 მატჩიც წააგო და კიდევ 1 წარუმატებლობის შემთხვევაში, სეზონის დასრულება მოუწევს.
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ბასკური კლუბი კატალონიელებს ყოჩაღად დაუდგა და დასკვნითი მეროთხედის წინ 7 ქულით იგებდა, თუმცა, საბოლოოდ, 68:73 წააგო.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 08:36 წუთი დაჰყო და 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი მაიკ ჯეიმსი გახლდათ, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც ვიხილოთ. მან 15 ქულა მიითვალა.
“ბარსელონამ” წარმატებას ჩინებული გუნდური თამაშის წყალობით მიაღწია. კატალონიელთა მხრიდან 6 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა ჩააგდო.
ნახევარფინალის მე-3 მატჩს 8 ივნისს “ლაბორალ კუჩა” უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნუ 110-77 დაბომბეს კავალერია, სავარაუდოდ 4-1 გააფორმებენ მეომრები, არ მეგონა ასე იოლად თუ...
ჯეიმსი ?! პრაქტიკულად მარტო ასეთი გუნდის შეჩერება შეუძლებელია...
ძალიან ძლიერია გოლდენი. ფაქტია რომ ამ გინდისთვიის 4 თამაშის მოგება წარმოუდგენელია. Mე ვფიქრობ 4-2 ს მოიგებს გოლდენი ან 4:0-ს. შემდეგი თამაში თუ მოიგო კლივლენდმა მერე მიაყოლებენ და კიდე ერთს მოიგებენ, მარა შემდეგი თუ გოლდენმა მოიგო მეეჭვება კლობლენდი ამ შოკიდან გამოვიდეს და ალბათ მეფის სასახლეში იზეიმებენ ჩემპიონობას