როგორც "საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელის აგენტმა რობ იანსენმა ჰოლანდიურ მედიას განუცხადა, რონალდ კუმანი მომდევნო სეზონში "ევერტონს" უხელმძღვანელებს. Sky Sports-ის ცნობით, ჰოლანდიელი სპეციალისტის გამოსასყიდ თანხაზე ინგლისური კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებენ და უახლოეს მომავალში ტრანსფერი გაოფიციალურდება.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ექნება გასამრჯელო კუმანს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ახალ გუნდთან. წინასწარი ინფორმაციით, რონალდი წელიწადში 6 მილიონი ირვანქა სტერლინგს მიიღებს, ხოლო კლუბი ტრანსფერებისთვის ჰოლანდიელს 100 მილიონი გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს.
კუმანი "წმინდანების" თავკაცად 2014 წელს დაინიშნა. ჰოლანდიელმა მომდევნო ორ სეზონში "საუთჰემპტონი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.