ბრაზილიელი მობურთალის, დუგლას კოშტას ვეტერან, ოღონდ პოდიუმის ვეტერან ცოლს, ლუისა რამოსს სექსი და ტუჩთა შეწეპება ისე ძალიან ყვარებია, რომ ამას არათუ მალავს, არამედ საჯაროდ იძახის, იმ ოხერ-ტიალ ჯალალ-ედ-დინს ჩემი სექსი რომ ენახა, შეიძლება თბილისი არც კი მოეოხრებინაო.
ლუისა რამოსი სანამ დუგლას კოშტას შეხვდებოდა, მანამდე ორჯერ იყო გათხოვილი და მიუხედავად იმისა, რომ წინა ქორწინებებზე საუბარი არ უყვარს, სავარაუდოდ სწორედ მაშინ დახვეწა სექსმოყვარეობის გრძნობაც, სურვილიცა და ის ხერხ-მეთოდებიც, რითაც ამ ტროყია დუგლასსაც აუციმციმა თვალები.
როგორც დასაწყისში გითხარით, ლუისა რამოსი პოდიუმის ვეტერანია და თავი დანებებული აქვს მოდელობისათვის. თუმცა, ფოტომოდელობას მაინც ვერ ელევა და ხანდახან ისეთ პოზაში წამოპლაკული აჩხაკუნებინებს ფოტოკამერას – კაცს ყველაფერი დაავიწყდება და წამსვე ჯალალ-ედ-დინზე დაიწყებს ფიქრს.