ქალაქ შამქორში( აზერბაიჯანი) დასრულდა აზერბაიჯანელი საერთაშორისო დიდოსტატის, უდროოდ გარდაცვლილი ვუგარ გაშიმოვის სახელობის მესამე მემორიალი, რომელშიც ათი სპორტსმენი (ცხრა ვაჟი და ერთი ქალი ) მონაწილეობდა, მათ შორის, ქალებში მსოფლიო ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი) და ვაჟებში მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი (რუსეთი) .
ასპაეზობა ერთ წრედ 9 ტურად ჩატარდა. 6.0 -6.0 ქულით პირველი - მეორე ადგილები ფაბიანო კარუანამ (აშშ) და შახრიარ მამედიაროვმა (აზერბაიჯანი) გაიყვეს. ბოლო ტურში მამედიაროვმა ერთ - ერთ ლიდერ ანიშ გირს(ჰოლანდია) მოუგო, ხოლო კარუანა კარიაკინს დაუზავდა.
ტურნირის მსვლელობის განმავლობაში კარუანა და მესამე ადგილზე გასული გირი ლიდერობდნენ. ბოლო ტურები შესანიშნავად ჩაატარა მამედიაროვმა, რომელმაც ჯერ კარუანას, შემდეგ გირს მოუგო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარუანასთან ერთად მთავარი პრიზი გაიყო.
რაც შეეხება კარიაკინსა და ჰოუ იფანს, მათგან პრეტენდენტი IV, ხოლო ჩემპიონი ბოლო, X ადგილზე გავიდა.
ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) -ანიშ გირი (ჰოლანდია) 1 – 0
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) - ფაბიანო კარუანა (აშშ) 0.5 – 0.5
პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი) - ელტაჯ საფარლი (აზერბაიჯანი) 0 – 1
პაველ ელიანოვი (უკრაინა) - თეიმურ რაჯაბოვი(აზერბაიჯანი) 0.5 – 0.5
ჰოუ იფანი (ჩინეთი) - რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი) 0 – 1
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1-2. კარუანა, მამედიაროვი 6.0 – 6.0 ქულა
3. გირი 5.5
4. კარიაკინი 5.0
5. მამედოვი 4.5
6-8. ჰარიკრიშნა, საფარლი, რაჯაბოვი 4.0 – 4.0
9. ელიანოვი 3.5
10. იფანი 2.5