ჩოგბურთი

14:57 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და შაფათავა ფინალში ვერ გავიდნენ

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო შაფათავა, რომლებიც იტალიის ქალაქ ბრეშაში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი, შეჯიბრს ნახევარფინალში გამოეთიშნენ.

გორგოძე და შაფათავა იტალიელებს დებირა კიეზას და მარტინა კოლმენიას დაუპირისპირდნენ და 4:6, 1:6 დამარცხდნენ.

მომავალ კვირაში შაფათავა, სავარაუდოდ, გერმანიის ქალაქ ესენში, 50-ათასიან ტურნირში ითამაშებს, ხოლო გორგოძე ძალებს იტალიაშივე, პადოვას 25-ათასიან ტურნირზე მოსინჯავს.

0.116465