ჩოგბურთი

21:02 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტში დაწყებულ მერსედესის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 24 წლის ქართველმა პირველი საკვალიფიკაციო მატჩი გერმანელ მატიას ბახინგერთან სამ სეტში 7:5, 6:7, 6:7 წააგო.

ბალახის კორტზე გამართულ შეხვედრაში მსოფლიოს რეიტინგის 104-ე ჩოგანს ტაიბრეიკებში არ გაუმართლა. გერმანელმა (335) ქართველს საჩოგბურთო ლატარეაში აჯობა და შემდეგ ეტაზე თანამემამულე ფლორიან მეიერს შეხვდება.

გასულ წელს, ამავე ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ბასილაშვილი ალეხანდრო ფალასთან 4:6, 6:3, 5:7 დამარცხდა და მერსედესის თასზე ქულა დასაცავი არ ჰქონდა.

0.115185