ჩოგბურთი

19:40 | 4.06.2016 | ნანახია 3783 - ჯერ

მუგურუზა "როლან გაროსის" ჩემპიონია

საფრანგეთში მიმდინარე "როლან გაროსის" ტურნირზე ქალებს შორის ერთეულთა თანრიგი გარბინე მუგურუზა ბლანკომ მოიგო. ფინალში 22 წლის ჩოგბურთელმა ამერიკელი და მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი სერენა უილიამსი ორ სეტში 7:5, 6:4 დაამარცხა.

არანჩა სანჩეს-ვიკარიოს შემდეგ, მუგურუზა გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო. სერენამ კი დიდი სლემის 27-ე ფინალი ითამაშა და მეხუთე წააგო. რაც მთავარია, მეოთხე ნომერმა გარბინემ უილიამსს რევანში აუღო. გასული წლის უიმბლდონის ფინალში ამერიკელმა ევროპელი 6:4, 6:4 დაამარცხა.

სერენას შანსი ჰქონდა ღია პირველობების ყველაზე მეტ მომგებ შტეფი გრაფს დაწეოდა, თუმცა მას ეს ინგლისში გასამართ ტურნირზე მოუწევს. ამერიკელმა უკვე ზედიზედ მეორე დიდი სლემის ფინალი წააგო. გარბინე ტურნირის მოგებით რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, თუმცა უილიამსს ვერ დაეწევა. "როლან გაროსზე" წარმატებული გამოსვლით, მუგურუზამ სინგაპურში გასამართი წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა.

აწ უკვე დასრულებულ მატჩში ფავორიტი ამერიკელი გახლდათ, თუმცა ახალგაზრდა ესპანელმა მობილიზება მოახერხა და შეხვედრის სადავეები ხელთ იგდო. პირველი სეტი სერენამ ცუდად დაიწყო და 2:4 აგებდა, თუმცა დააბრეიკა და გულშემატკივრები 5:5-ზე უკვე ტაიბრეიკს ელოდნენ. გარბინემ მე-11 გეიმზე მეტოქეს ბრეიკი გაუკეთა და საბოლოოდ სეტი სათავისოდ 7:5 დაასრულა.

მეორე სეტის სამი გეიმი მეტოქეებმა გაცვალეს, საბოლოოდ მუგურუზა 3:1 დაწინაურდა და ამის შემდეგ ბრეიკი არ ყოფილა. ესპანელს მე-9 გეიმზე შეეძლო შეხვედრის დასრულება, თუმცა უილიამსი არ დანებდა. ბოლო გათამაშებაში 22 წლის გარბინემ ზუსტად ითამაშა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

აღნიშნული გამარჯვებით, ესპანელმა 2 მილიონი ევრო დაიმსახურა, ხოლო სერენას 1 მილიონი ერგო.


კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:47 | 07.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

გარბიიიიიიიიიიიიიინ მუგურუზაააააა ბლანკოოოოოოო

18:40 | 05.06.2016
GFederer21 (4498)

MRBrownstone

აბა რა კუტას უთხრა ამით აქ ავრ და ჩიგანს გირტყამ უიმბდლონზეო

18:39 | 05.06.2016
GFederer21 (4498)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

18:04 | 05.06.2016
Madness (331)

საღოლ გარბინეს ეკუთვნოდა ტიტული.

16:54 | 05.06.2016
GFederer21 (4498)

Roger Federer: "Everyone tells me I am at the end of my career. I am not 89 years old, I am still young. And I won't stop playing until I achieve what I want."

ჰაჰაჰაჰა რა კაცია ფედო მიდი მიდი ჯიგარი ხარ მასეა :*

16:57 | 05.06.2016
Badri Bibilashvili (6126)

ვაა ვაა ვაა რა უთქვამს ფედოს.მაგარია ბრატ.დადე ხოლმე მისი ინტევრიუდან ნაწყვეტები.ვეთანხმები ფედეს.მას აქვს უმაღლესი კლასი და გამოცდილება.ჯერ არაფერია დასრულებული.

18:20 | 05.06.2016
MRBrownstone (1225)

ფედეეეექს...დდდდდდდ იასნია იქამდე არ ვამთავრებთ სანამ ვიგინდარები და ციგნები არ შEწყვეტენ პირველობაზე ფიქრსაც კი....დდდ)

16:40 | 05.06.2016
diadimaestro (2482)

კაია მაესტრო თუ ბრუნდება.შტუტგარდი კაი სავარჯიში იქნება მერე ჰალე და იმედია უემბლს შეხვდება ნორმალურ Fორმაში.ბადის ფაქტორიც მნიშვნელოვანია.იმედია გაუმართლებს.რაც დიდი იშვიათობაა.ერტხელ გაუმართლა მარტო ამერიკაში 2014 წელს რაც მახსოვს

16:36 | 05.06.2016
GFederer21 (4498)

Badri Bibilashvili

კი ძმა და დღეს თუ აყლაპებს კუტას მაარეი მაგარს გასწორებს მაგრა რავი არამგონაი ეს შანსი გUშვას...

და აქ ემრე ნახე რა კომენტარები წამოვა უძLიერესი და რამე

ოეე კუტაა იღბალაა

ტეიემები დარსისები ლუები მნა ბერდიხი მონა მარეი D

16:54 | 05.06.2016
Badri Bibilashvili (6126)

რას ერჩი ენდის.რომი,მადრიდი და ახლა გაროსი.ყველგან ფინალი დადო.თუმცა მეც მგონია რომ მოიგებს ნოლე ამჯერად გაროსს.ისე სიმართლე რომ გითხრა ბრატ.მე ეგ ნაკლებად მაღელვებს.ჩემთვის ფედერერი ნომერი პირველიაააა.

16:26 | 05.06.2016
GFederer21 (4498)

როჯერ ფედერერის ბადე შტუტგარტში
Round 1: Bye
Round 2: Taylor Fritz
Quarter Final: Malek Jaziri Viktor Troicki
Semi Final: Dominic Thiem Feliciano Lopez Mikhail Youzhny
Final: Del Potro Dimitrov Simon Cilic Kohlschreiber

ტიემი მოასხსი აქ უნდა დაგახუროთ თავზე ყვეალფერი :@

16:33 | 05.06.2016
Badri Bibilashvili (6126)

სალამი ბრატ.ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებს ფედერერის დაბრუნებაა.გვეღირსება მისი მატჩები.

14:19 | 05.06.2016
Gag Na (688)

მუგურუზა: მოგების შემდეგ იცით რა ვიფიქრე?როგორ მოახერხა რაფამ როლანდ გაროსის ცხრაჯერ მოგება?ეს ხომ შეუძლებელია,რომ კიდე ვინმემ გაიმეოროს

12:06 | 05.06.2016
Dato Madrid (1088)

ქალთა ჩოგბურთის სერხიო რამოსმა დაანოკაუტა ქალთა ჩოგბურთის მაიკ ტაისონი,ხუმრობა იქით იყოს და რაც მარია და ბუშარი ვეღარ ყოჩაღობენ კორტებზე,მას შემდეგ მეც მუგურუზას ვგულშემატკივრობ და გამეხარდა სერენას რომ მოუგო ფინალში,იმედია კლასიფიკაციის პირველ ნომრობასაც ჩამოართმევს მომავალში.ასეა ეს.

08:15 | 05.06.2016
CR7NOLE (15561)

გარბინოღლი

08:14 | 05.06.2016
CR7NOLE (15561)

მუგურუზაც რა შაუბრალებელი ყოფილა

23:46 | 04.06.2016
პინტურიჩიო10 (12662)

მუტრალოღლუც ზევიდანნ დაა****იმა დდ მაგრა გაასწორა ბლანკომ )))

23:40 | 04.06.2016
პინტურიჩიო10 (12662)

უიმბლდონის აბაროტი აღებულია)))))) ძაან მაგრა ითამაშა აი ძაან))) თითქოს ერთი მომენტი სერენამ სუსტი წერტილი უპოვა ბექენდიდან შეცდომები წამოუვიდა მაგრამ ისე დაასტაბილურა ბურთიანად ხვრიტავდა მერე, მეორე იარუსზე აგდებდა ბურთიანად ისეთ ძლერ დარტყმებს აკეთებდა მუგურუზაშეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე)))))


ხვალ ენძრიუს პაბედა მომელოცოს DDDDDDDDDDDDDDდ

23:36 | 04.06.2016
პინტურიჩიო10 (12662)

გარბინ მუგურუზააა ბლანკო))) ატვეჩაი ვიყავი ამ გოგოზე სერენასთან და ეგრეც გააკეთა))) დაფრინავდა რა იყომარა მარჯვნიდან ხაზის გასწვრივ დარტყმაა აქვს ფანტასტიკა)) გადაუარა გორილას)) რა მაგარი გოგოა მევასება მიყვარს ვაბოდებ))))

სერენა ისევ შეყურებს გრაფს უკან იმედია ეგრეც იქნება))) თუ გაასწრო და ნიჩივო)))) გრაფივით კალენდარულ შლემს რომ დადებს და ზედ ოლიმპიურ ოქროს რომ დააყოლებს მაში დარეკოს და გრაფზე წინ დაყენებაზე დავფიქრებდი )) გრაფი ახტებოდა, ახტება და ჩაახტება მომავალშიც გრაფიშეეეეე საუკეთესოშე))))) მუგურუზამ როგორ აქვითინა ზანგი )))) ცოტა შემეცოდა ))))))

23:15 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^

23:36 | 04.06.2016
პინტურიჩიო10 (12662)

გილოცავ ანი)))

02:20 | 05.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

თენქიუ

22:07 | 04.06.2016
berodaviti (4285)

სერენას მძლავრი ეპოქა სრულდება...

22:07 | 04.06.2016
რაჭა (10043)

კარგია მაინც ჩვენიანია - ბასკი

22:01 | 04.06.2016
majlajuna (1024)

დაგვიბერდა მგონი სერენა ზედიზედ მეორე ფინალი წააგო უტიტულო მეტოქესთან

20:28 | 04.06.2016
naiki (5503)

გარბინია გადავა ალბათ მეორე ადგილზე და სერენას მიუახლოვდება ძალიან!

20:17 | 04.06.2016
გიო-ბარსა (163)

Yochag garbin,cheemi gogoo

20:02 | 04.06.2016
Badri Bibilashvili (6126)

გამახარა გარბუნიამ.იმსახურებდა ეს გოგო სლემს.

19:54 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

კაი ტურნირი ყოფილა გაროსი რას ერჩი:დდ

19:52 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

პარამპამპამპოოო

19:50 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

პირველი ადგილიც

19:50 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ავსტრალიაც

19:50 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

სინგაპურიც

19:49 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ამერიკაც

19:48 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

უიმბლდონიიც დაიდოს

19:46 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მუგურუუუუუზ დოუნდობელიი

19:46 | 04.06.2016
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

გარბიიიიიიიიიიიინ მუგურუზაააააააა ბლანკოოოოოო

0.131831