ფეხბურთი

15:16 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დანი ალვეშმა “იუვენტუსში” მივდივარო...

კატალონიის “ბარსელონადან” წასული დანი ალვეში ოფიციალურად ადასტურებს, რომ კარიერას იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. როგორც 33 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, სურს, რომ “იუვეს” ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმაროს.

“ბარსელონაში” ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა გარემოს შეცვლის დრო იყო. “ბარსასთან” ერთად ბევრი ტიტული მოვიგე და ამჟამად დროა იგივე იტალიაშიც გავაკეთო, “იუვეს” ევროპაში გამარჯვებაში უნდა დავეხმარო.

უახლოეს დღეებში ტურინში ჩავალ კონტრაქტის გასაფორმებლად. მართალია “ბარსელონა” დავტოვე, მაგრამ მე ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივრად დავრჩები”, - უთხრა “სპორტიტალიას” ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, დანი ალვეშის “იუვენტუსში” გადასვლის შესახებ ბოლო დღეებში აქტიურად წერდნენ, თუმცა ოფიციალურად კონტრაქტი ჯერაც არ გაფორმებულა. ალვეშს “ბარსასთან” ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იგი გაწყდა და შესაბამისად, ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

0.114569