ჭადრაკი

11:16 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

დასასრულს მიუახლოვდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც აზერბაიჯანის ქალაქი შამქირი მასპინძლობს.

გათამაშდა ბოლოსწინა მერვე ტურის პარტიები. ასპარეზობის ერპიროვნულმა ლიდერმა ფაბიანო კარუანამ (აშშ), რომელიც ამ შეხვედრამდე დაუმარცხებლად თამაშობდა, თეთრებით წააგო შახრიარ მამედიაროვთან (აზერბაიჯანი) და ტურნირის მოგების შანსი სათუო გაუხდა.

ერთპიროვნულად გალიდერების შანსი ვერ გამოიყენა მეორე ადგილზე მყოფმა ანიშ გირმა(ჰოლანდია). იგი ჰოუ იფანთან (ჩინეთი) შეხვედრაში მხოლოდ ყაიმს დასჯერდა, 5,5 ქულა დააგროვა და ლიდერობაში კარუანას შეუამხანაგდა. ამ ტურის დანარჩენი პარტიებიც ყაიმით დასრულდა.

კენჭისყრამ ისე ინება, რომ ბოლო ტურში ერთმანეთს I-IV ადგილებზე მყოფი მოჭადრაკეები დაუპირისპირდებიან და საპრიზო ადგილებიც მათ შორის გადანაწილდება.

სატურნირო მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ:

1 – 2.კარუანა, გირი -5.5 – 5.5ქულა

3.მამედიაროვი- 5.0

4.კარიაკინი - 4.5

5.ჰარიკრიშნა - 4.0

6-7. მამედოვი, რაჯაბოვი - 3.5 – 3.5

8 – 9.ელიანოვი, საფარლი -3,0 – 3,0

10. იფანი 2.5

ბოლო, მე-9 ტურის შეხვედრათა განრიგი:

მამედიაროვი - გირი

კარიაკინი - კარუანა

ჰარიკრიშნა - საფარლი

ელიანოვი- რაჯაბოვი

იფანი - მამედოვი

0.119873