კალათბურთი

10:38 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოტე ტუღუში ,,ქუთაისი  2010’’-ში რჩება

საქართველოს ჩემპიონისა და მიხეილ ქორქია- ზურაბ საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებულის ,,ქუთაისი 2010’’- ის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში ქუთაისში რჩება და 2016 – 2017 წლების საკალათბურთო სეზონშიც ამ გუნდს უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ თავად ტუღუშმა განუცხადა.

,,მცირე დეტალები დამრჩა შესათანხმებელი და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ,,ქუთაისი 2010’’-თან ახალ კონტრაქტს გავაფორმებ.’’- გვითხრა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ ,,ქუთაისი 2010’’-მა ტუღუშის ხელმძღვანელობით, არსებობის განმავლობაში პირველად საქართველოს ჩემპიონატი და მიხეილ ქორქია- ზურაბ საკანდელიძის მემორიალი მოიგო. მანამდე ქუთათურებმა საქართველოს თასი აიღეს და დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს. ამრიგად, ,,ქუთაისი 2010’’ იმ გუნდების სიას შეუერთდა, რომლებსაც საქართველოში მოქმედი ყველა ტურნირი აქვს მოგებული.

0.128144