შვედი ფეხბურთელი ჟოელ ეკსტრანდი "უოტფორდს" ივნისის ბოლოს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. მცველს გასული სეზონი მძიმე ტრავმის გამო გაუცდა და ინგლისელებმა ფეხბურთელთან თანამშრომლობა გაწყვიტეს.
ჟოელმა კარიერა "ჰელსინგბორგში" დაიწყო, შემდეგ "უდინეზეში" გადავიდა. იტალიელებმა ფეხბურთელი ერთი სეზონით "უოტფორდში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი ინგლისელებმა შვედი გადაიბირეს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას 27 წლის მოთამაშე.