ფეხბურთი

23:11 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"აუგსბურგი" შუსტერმა ჩაიბარა

გერმანელმა სპეციალისტმა დირკ შუსტერმა "აუგსბურგი" ჩაიბარა. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მწვრთნელმა ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შუსტერი ცნობილი "დარმშტადტში" მუშაობის დროს გახდა. დირკმა გუნდი ბუნდესლიგაში 33-წლიანი შესვენების შემდეგ დააბრუნა და გასულ სეზონში გერმანელის შეგირდებმა ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება მოახერხეს.

0.11481