ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონმა "ლესტერ სიტიმ" "ჰანოვერის" აწ უკვე ყოფილი მეკარე გერმანელი რონ-რობერტ ზილერი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია "მელიების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ინგლისელებმა 27 წლის გოლკიპერს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ზილერი "კიოლნის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია. წლების განმავლობაში გერმანელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა და 2010 წელს "ჰანოვერმა" ხელში უფასოდ ჩაიგდო. გერმანულ გუნდში მეკარემ 221 მატჩი ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს კევინი 6-7 თამაში გაუცდება. ფორმაში შესული კევინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიტისთვის ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერ ლიგაზე მოაბამენ თავს მკევინის გარეშეც.
ამას და მჭედლიძეს ერთი მეკვლე ყავთ ეტყობა ახალ წელს.DD