ფეხბურთი

19:59 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედოს“ კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“ ქუთაისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელ ალექსანდრ შტელინს, რომელიც ახლახან ბელგიური ლიეჟის „სტანდარტის“ 21-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში, ქართველი სპეციალისტი, 54 წლის კობა ჟორჟიკაშვილი შეცვლის. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს იქნა მიღებული.

კობა ჯორჯიკაშვილი ცნობილი პიროვნებაა საფეხბურთო წრეებში. იგი 1962 წლის 3 იანვარს დაიბადა. 1984-1997 წლებში სათამაშო კარიერა (ამპლუით ნახევარმცველი გახლდათ) განვლო თბილისის „ლოკომოტივში“, ფოთის „კოლხეთში“, რუსთავის „მეტალურგში“, თბილისის „მრეტებში“ და თსუ-„შევარდენში“, იყო მინი ფეხბურთში და ფუტზალში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა „მუხრანში“. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის „ლოკომოტივის“, „ზესტაფონის“, ცხინვალის „სპარტაკის“, რუსთავის „მეტალურგის“, ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად. 2011-2012 წლების სეზონში „მეტალურგმა“ მისი ხელმძღვანელობით ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა. იყო ხონის „იმერეთის“ მწვრთნელ კონსულტანტი.

კობა ჟორჟიკაშვილის სახელს უკავშირდება საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების მოხვედრა ევროპირველობის ელიტრაუნდებში. 2006 წელს მის მიერ დამოძღვრილი გუნდი იტალიაში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.

2006 წლიდან კობა ჟორჟიკაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების სისტემაში ტექნიკა-ტაქტიკის მიმართულების ინსტრუქტორი გახლავთ.

www.fctorpedo.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16772