რუმინეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც რუმინელებს ყველაზე კარგად იცნობს, გიორგი ჭანტურიაა. გიორგი ხომ “კლუჟში” თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ძალაც გახლდათ. მართალია, ჭანტურია დღეს თავად ვერ ითამაშებს ტრავმის გამო, მაგრამ მის კომენტარს გთავაზობთ, რომელიც რუმინულ ტელევიზიასთან გააკეთა:
“რუმინეთს კარგი გუნდი ჰყავს. ვიცი ამ ნაკრების ძალა. ბევრი მათგანის წინააღმდეგ მითამაშია. ვიცნობ კლაუდიო კეშერუს, ლუჩიან სანმარტიანს, ასევე დღევანდელი “სტიაუას” ფეხბურთელებს. ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება. რუმინელებს ჰყავთ ექსტრაორდინალური და მაღალი დონის ფეხბურთელები”.