ფეხბურთი

16:36 | 3.06.2016 | ნანახია NaN - ჯერ

“სამტრედიამ” არაბულთან ერთად, გამყრელიძე და გორგიაშვილი შეიძინა

საქართველოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა “სამტრედიამ” თბილისში ვარჯიში დაიწყო და ახალწვეულებიც ჰყავს: გიორგი გამყრელიძე “გურიადან”, ბაჩანა არაბული “დინამოდან”, გიული მანჯგალაძე “სიონიდან” და თორნიკე გორგიაშვილი “ცხინვალიდან”.

გამყრელიძემ გასული სეზონი ჩაატარა “გურიაში” (15 მატჩი, 2 გოლი), მანამდე კი სლოვაკეთის “ზემპლინ მიხალოვცეში” გამოდიოდა – გუნდში, სადაც აკაკი ხუბუტიამ ითამაშა გასულ ერთ წელიწადში. გამყრელიძე ფლანგელი შემტევია, მეტწილად მარჯვნიდან თამაშობს.

მანჯგალაძე ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ, ცენტრში თამაშობს გორგიაშვილიც, არაბული კი, გეცოდინებათ, თავდამსხმელია.

7 ივნისს სამტრედიელები, სავარაუდოდ, სლოვენიაში წავლენ შეკრებაზე. 20 ივნისს კი ნიონში კენჭისყრაა და გია ცეცაძის გუნდის მეტოქეც გაირკვევა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

თეგებისამტრედია

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063637