ნბა-ს პლეი-ოფებში ჩატარებული წუთების მიხედვით ლებრონ ჯეიმსმა სკოტი პიპენს და შაკილ ონილს გადაასწრო.
“გოლდნ სტეიტი” – “კლივლენდის” (104:89) მატჩში ლებრონმა 41 წუთი ითამაშა. “მეფეს” ნბა-ს პლეი-ოფებში სულ 8132 წუთი დაუგროვდა, შაკილ ონილს 8098 წუთი აქვს ნათამაშები, ხოლო სკოტი პიპენს 8105 წუთი. ლებრონი ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იმყოფება.
მესამე ადგილს კობი ბრაიანტი იკავებს, - 8641 წუთით, მეორეზე კარიმ აბდულ-ჯაბარია – 8851, პირველ ადგილს კი ტიმ დანკანი იკავებს - 9370 წუთი.