ჭადრაკი

11:40 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარუანა და გირი მდევრებს დაუსხლტდნენ

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც ქალაქი შამქირი ( აზერბაიჯანი) მასპინძლობს. ამჯერად მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა, სადაც გამორჩეულ ინტერესს შესაბამისად I-II ადგილებზე მყოფი კარუანა- გირის შეხვედრა იწვევდა. პარტია ყაიმით დასრულდა. ვერც მესამე ადგილზე მყოფმა კარიაკინმა შეძლო გამარჯვების მოპოვება და ლიდერებმა პოზიციები შეინარჩუნეს.

შეიძლება ითქვას, რომ კარუანა და გირი საკმაოდ წინ გაიჭრენ, რომლებიც უახლოეს მდევრებს შესაბამისად ქულანახევრითა და ერთი ქულით უსწრებენ.

მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

კარუანა - გირი 0.5-0.5

კარიაკინი - რაჯაბოვი 0.5 – 0.5

მამედიაროვი - საფარლი 1 – 0

ჰარიკრიშნა - მამედოვი 0.5 – 0.5

ელიანოვი - ჰოუ იფანი 0.5 – 0.5

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

1.კარუანა 5.5

2.გირი 5.0

3 – 4. კარიაკინი - მამედიაროვი 4.0 – 4. 0

5.ჰარიკრიშნა 3,5

6-7. რაჯაბოვი, მამედოვი 3.0 – 3.0

8-9. საფარლი- ელიანოვი 2.5- 2.5

10. ჰოუ იფანი 2.0

0.115114