ჩოგბურთი

13:12 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა და გორგოძე წყვილთა ნახევარფინალში

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიურ ბრეშაში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის ერთეულთა ბადეს გამოეთიშა, წყვილებში კი ეკატერინე გორგოძესთან ერთად, ნახევარფინალს უწია.

ერთეულთა მერვედფინალში სოფო პირველი განთესვის მქონე იტალიელ კარინ კნაპს გაეჯიბრა და 2:6, 3:6 დამარცხდა.

წყვილთა მეოთხედფინალში პირველი რეიტინგით მოთამაშე გორგოძემ და შაფათავამ იტალიელებს – ნასტასია ბარნეტსა და კრისტიანა ფერნანდოს 6:2, 7:6 (9:7) სძლიეს, ნახევარფინალში კი მასპინძელთა კიდევ ერთ დუეტს (კიეზა-კოლმენია) გაეჯიბრებიან.

0.117114