ჩოგბურთი

21:56 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა მარცხს გადაურჩა

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა “როლან გაროსის” მეოთხედფინალში ყაზახი იულია პუტინცევა 5:7, 6:4, 6:1 დაამარცხა. პირველ სეტში 5:5-ზე რეიტინგის მე-60 ნომერმა ბრეიკი შეასრულა და მოულოდნელად სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტის სტარტზევე სერენამ თავის ჩაწოდება დაკარგა, თუმცა უკუბრეიკი მალევე შეასრულა, 4:4-ზე პუტინცევას 2-ჯერ ბრეი-პოინტი ჰქონდა და რომ არა სერენა ზუსტი თამაში, არავინ იცის ნახევარფინალში ვინ გავიდოდა. მესამე სეტში კი ყაზახ ჩოგბურთელს არანაირი შანსი არ ჰქონია.

მატჩი ორ საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. უილიამსმა 14-დან 6 ბრეიკი შეასრულა, ხოლო პუტინცევამ რვა შესაძლებლობიდან ოთხი ბრეიკი შეასრულა.

ნახევარფინალში უმცროსი უილიამსი ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს შეხვდება.

0.148412