ფეხბურთი

21:29 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი სასამართლო პროცესზე: "არაფერი ვიცი"

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით ესპანეთის სასამართლოს განუცხადა, რომ იგი თავის ფინანსურ მენეჯმენტში არ ერევა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

"ფეხბურთს ვთამაშობ, არაფერი ვიცი." - განაცხადა მესიმ.

ლიონელი და მისი მამა ხორხე, რომელიც შვილის ფინანსურ საკითხებს აკონტროლებს, ესპანეთისთვის გადასახადების დამალვაში არიან ბრალდებულნი. სასამართლო პროცესზე მესი და მამამისი 4 საათის განმავლობაში ისხდნენ. 28 წლის მესიმ განაცხადა, რომ დოკუმენტებს ხელს წაკითხვის გარეშე აწერს, რადგან მამამისს და ფინანსურ საკითხებში დაქირავებულ მრჩევლებს ენდობა.

"მხოლოდ ფეხბურთის თამაში მაღელვებს" - აცხადებს მესი.

სასამართლო პროცესზე არგენტინელი 15 წუთის განმავლობაში საუბრობდა და აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ მამაჩემი მთხოვდა საბუთების გაყალბებას, დანაშაულს არ ჩავიდენდიო. ხორხეც ასევე უკანონო მოქმედებებს უარყოს.

მესის ადვოკატმა თავისი კლიენტი დაიცვა და განაცხადა, ფეხბურთელი არადროს უთმობს ერთ წუთს მაინც, შეისწავლოს და გაანალიზოს კონტრაქტებიო. 2015 წელს, ბარსელონას სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მესის უყურადღებობა თავისი დოკუმენტების მიმართ გასასამართლებელი არგუმენტი არაა.

სასამართლო პროცესი სამშაბათს დაიწყო და დიდი ალბათობით დღევანდელი მოსმენის შემდეგ დასრულდა. მესის ოჯახს ბრალი 4.1 მილიონი ევროს დამალვისთვის წაუყენეს. სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირამდე არ მიიღებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მესის და მამამისს დიდი ჯარიმა აუცილებლად დაეკისრებათ და შესაძლოა საქმე ციხემდეც მივიდეს.

ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 5-ჯერ გახდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია. აღნიშნული სასამართლო პროცესის გამო მესი კოპა ამერიკის საიუბილეო ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას 7 ივნისს, ჩილეს წინააღმდეგ გამოტოვებს.

0.165236