იტალიის ეროვნული ნაკრების და "საუთჰემპტონის" თავდამსხმელმა გრაციანო პელემ ვარჯიში განაახლა. როგორც football italia იუწყება, ფეხბურთელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, თუმცა სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა და მეორე დღეს გუნდს შეუერთდა.
ანტონიომ კონტემ უკვე დაასახელა ევროპის ჩემპიონატისთვის 23-კაციანი შემადგენლობა. თავდასხმის ხაზში პელეს კონკურენციას ედერი, ჩირო იმობილე, სიმონე ძაძა, ლორენცო ინსინიე და სტეფან ელ შაარავი გაუწევენ.