კალათბურთი

18:34 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ადასტურებს, გაბრიჩიძე ბრალდებას უარყოფს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა და გამგეობის წევრმა კახა შენგელიამ და ასევე გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმა კალათბურთის ფედერაცია ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში დაადანაშაულეს.

როგორც ცნობილია, ამ ფაქტის გამო პროტესტის ნიშნად შენგელიამ და დათიკაშვილმა თანამდებობები დატოვეს და უახლოეს დღეებში ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.

აღნიშნულ საქმეში გარკვევის მიზნით "მსოფლიო სპორტი" კახა შენგელიას და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიხეილ გაბრიჩიძეს დაუკავშირდა. შენგელიამ ჩვენთან საუბრისას ბრალდება დაადასტურა, ხოლო გაბრიჩიძემ აღნიშნული ბრალდება უარყო.

"მსოფლიო სპორტი" ამ თემასთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

0.121442