11-21 მარტს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი 14-წლამდე ასაკის ჩოგბურთელთა შორის. ტურნირში მონაწილეობას იღებენ 14 ქვეყნის სპორტსმენები.
ესენი არიან: საქართველო, სომხეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კვიპროსი, ისლანდია,
14 ქვეყანას 2-2 საუკეთესო ჩოგბურთელი წარმოადგენს, ხოლო მასპინძელი ქვეყნიდან – თურქეთიდან 4-4 საუკეთესო ჩოგბუთელი ითამაშებს.
საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელები: ნიკოლოზ დავლიანიძე, ზურაბ ტყემალაძე, ანა შანიძე და მარიამ დალაქიშვილი.
ჩემპიონატი ტარდება ორ ტურად, 11-15 მარტი და 17-21 მარტი. ორივე ტურის 5-5 საუკეთესო ჩოგბურთელი ევროპის გაერთიანებულ გუნდში მოიპოვებს ადგილს, რის შემდეგაც Tennis Europe Junior Tour-ის პირველი კატეგორიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ჩოგბურთის ფედერაციის პრესსამსახური