გადაწყდა – ბრაზილიელი დანი ალვეში კატალონიის “ბარსელონას” ტოვებს. ამის შესახებ “ბლაუგრანას” ვებგვერდი იტყობინება, სადაც გენერალური მდივანი რობერტ ფერნანდესი ამბობს:
“მან წასვლა გადაწყვიტა. ეს პერსონალური გადაწყვეტილებაა და “ბარსელონა” მას პატივს სცემს”, - თქვა ფერნანდესმა.
თუ სად გააგრძელებს 33 წლის სამხრეთამერიკელი კარიერას ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იტალიურ გამოცემებს თუ ვენდობით, დანი ალვეში “იუვენტუსში” აღმოჩნდება თავისუფალი აგენტის სტატუსით და გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში 5 მილიონიანი ანაზღაურებით.
შეგახსენებთ, ალვეშის “ბარსადან” შესაძლო აბარგების შესახებ აქამდეც იწერებოდა, ხოლო მისმა აგენტმა “ბებერ ქალბატონთან” მოლაპარაკებები უკვე საჯაროდ დაადასტურა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვეტერან განაპირა მცველს თავისთან საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ ჟერმენიც” ეპატიჟება და ალვეშიც სავარაუდოდ ამ ორი გუნდიდან აირჩევს მომავალ ადგილსამყოფელს...