ფეხბურთი

16:40 | 2.06.2016 | ნანახია 1786 - ჯერ

“პორტოს” ნუნუ გაწვრთნის

ნუნუ ესპირიტო სანტო “პორტოს” ახალი მწვრთნელია. აღნიშნული ცნობა პორტუგალიური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

42 წლის სპეციალისტი “დრაკონებს” ორი სეზონის განმალობაში გაწვრთნის.

ნუნუსთვის “პორტო” უცხო ადგილი არაა. ის 2002-2004 და 2007-2010 წლებში ამ კლუბის სათადარიგო მეკარე გახლდათ და პორტუგალიის ჩემპიონატში 14-ჯერ მოუწია თამაში, თუმცა მრავალი ტიტულის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ის 2012-2014 წლებში “რიუ ავეში” მუშაობდა, გუნდი 78-ჯერ დამოძღვრა, საიდანაც 31 მატჩი მოიგო, 16 ფრედ ითამაშა და 31 წააგო. მან გამართული შეხვედრების 39.71% მოიგო და მოკრძალებული კლუბი ევროპა ლიგაზე გაიყვანა.

2014 წლის ზაფხულში “ვალენსიას” მუშაობდა და პირველი სეზონი წარმატებულიც გამოუვიდა. ის ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ აღიარეს და “ღამურებს” ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოუპოვა, თუმცა მეორე სეზონი ცუდად დაიწყო და ნოემბრიდან “მესტალიას” დატოვება მოუწია. ნუნუ “ლოს ჩეს” სულ 62-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 32-ჯერ იმარჯვა, 16-ჯერ ფრედ ითამაშა და 14-ჯერ წააგო. მან მატჩების 51.61% იმარჯვა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:38 | 02.03.2014
chikovansky91 (2776)

26 დან 21 აცილებული; )))))))) თან ცენტრს; ))))) ეტა უჟე სლიშკამ

18:34 | 02.03.2014
RonnieJamesDio (1976)

დაბერდა ზაზა, ტრავმის მერე როცა დასვენებულია 5-6 თამაში ყოველთვის კარგად თამაშობს, მერე ალბათ ძალები ეცლება და მაგრადაც უკლებს თამაშს, აბა სხვა რისი ბრალია ვერ ვხვდები

18:30 | 02.03.2014
sabonis (9584)

ატლანტიდან არ უნდა წასულიყო თუ მის სურვილზე იყო რა თქმა უნდა.

14:42 | 02.03.2014
tazo_kosta (704)

ზაზა ძირითადს აღარ იმსახურებს უკვე. ჯერ რა პროცენტით ესვრის, თან ვისთან. პლამლისთან,რომელიც პირველ სეზონს ატარებს. 3 დაკარგვა სადღა მოასწრო 14 წუთში. მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და სხვა გუნდში უნდა წასულიყო თუ წავიდოდა ატლანტადან.
აივერსონი დიდების დარბაზში შეიყვანეს. უნიჭიერესი კალათბურთელი

0.079941
1786