ჭიდაობა

14:16 | 2.06.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ფოტოსესიით გამჟღავნებული ოლიმპიური ექვსეული

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ოფიციალური ოლიმპიური ეკიპირებით, ბანერებისა და სპეციალური ბუკლეტისთვის ფოტოები გადაუღო.

საქართველოს ნაკრები ფოტოსესიაზე შემდეგი შემადგენლობით გამოცხადდა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (65 კგ), იაკობ მაქარაშვილი (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (130 კგ). ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებმაც პირადადი მიღწევებით შეასრულეს სალიცენზიო ნორმატივი.

ოლიმპიურ ფორმაში გამოწყობილი ლიცენზიანტების ფოტოები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ-გვერდმა გამოაქვეყნა, რასაც გულშემატკივართა ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი აზრით, 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიადაზე გამოსვლას მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ სანდრო ამინაშვილზე მეტად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსანი დავით მარსაგიშვილი იმსახურებს.

"მსოფლიო სპორტის” ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ბრაზილიაში წასაყვანი ექვსეული ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, არჩევანს სწორედ იმ სპორტსმენებზე შეაჩერებს, რომლებიც ოფიციალური ბანერებისა და ბუკლეტისთვის გადაიღეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:42 | 07.08.2015
king_henry (90)

ტოტიიიმ უნდა აწიოს თასიი მაგ ლეგენდარულმა თესლმა ))))

18:41 | 07.08.2015
king_henry (90)

წელს იტალიაში რომასკენ ვარ

16:08 | 07.08.2015
INIESTAAA (303)

რავა დააჩერჩეტებს ეს აქეთიქით უსაჯურთხო კვდარივით

16:16 | 07.08.2015
hamilton (1371)

ამჯერად მრავალწლიანი გაჩერება ექნება უეჭველი გამოვისყიდით წლის ბოლოს..

0.080873