ფეხბურთი

13:42 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ვარდნას განაგრძობს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში გასულ თვესთან შედარებით რეგრესი განიცადა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 14 ადგილი დათმო და 2 ივნისის მონაცმებით 137-ე ადგილამდე დაქვეითდა. “ჯვაროსნებს” არსებობის ისტორიაში მსოფლიო რეიტინგში ყველაზე ცუდი შედეგი 2015 წლის აგვისტოში ჰქონდათ, როცა 154-ე ადგილზე იმყოფებოდნენ, საუკეთესო კი 1998 წლის თებერვალში - 42-ე ადგილი.

რეიტინგს ისევ არგენტინის ეროვნული ნაკრები ლიდერობს. პირველ ათეულში მცირე ცვლილებებია, მესამე პოზიცია დათმო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა ჩილეს ნაკრებმა, რომელსაც კოლუმბიამ და გერმანიამ გაუსწრეს. ათეულში ადგილი დაკარგა ინგლისმა - როი ჰოჯსონის გუნდს ავსტრიელებმა გაუცვალეს პოციზია.

აქვე გაგაცნობთ რეიტინგის პირველი ათეულს და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ამჟამინდელ მდგომარეობას:

1. არგენტინა - 1503

2. ბელგია - 1384

3 (+1). კოლუმბია - 1328

4 (+1). გერმანია - 1310

5 (-2). ჩილე - 1293

6. ესპანეთი - 1267

7. ბრაზილია - 1257

8. პორტუგალია - 1181

9. ურუგვაი - 1150

10 (+1). ავსტრია - 1077

26 (-2). უელსი - 846

33 (-2). ირლანდია - 768

54 (+2). სერბეთი - 576

137 (-14). საქართველო - 260

159 (-3). მოლდოვა – 165

რეიტინგი სრულად

0.120401