თურქულ “დარუშაფაკას”, რომელმაც მთავარი მწვრთნელის რანგში სახელოვანი დევიდ ბლატი ოფიციალურად დაამტკიცა და მას 2 სეზონის განმავლობაში 3.4 მილიონ ევროს გადაუხდის, ევროლიგის მომდევნო სეზონისთვის ერთ-ერთი უდიდესი ბიუჯეტი ექნება.
ესპანური Gigantes-ის ცნობით, მომავალი სეზონის წინ სტამბოლური კლუბი დაახლოებით 30 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს, ეს კი, სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ტურნირის ფავორიტთა რანგში გაერიოს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “დარუშაფაკას” რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილიც ირიცხება.