ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ იტალიურ ბრეშაში დაწყებულ 50-ათასიან ტურნირზე პირველი წრე იოლად დასძლია.
შაფათავამ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ანა სოფია სანჩესი (მექსიკა) 6:3, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში გაცილებით რთული მეტოქე ელის პირველ ნომრად განთესილი კარინ კნაპის (იტალია) სახით.
წყვილებში შაფათავას და ეკატერინე გორგოძეს პირველი რეიტინგი აქვთ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან, სადაც მათ პირისპირ იტალიელები – ნასტასია ბარნეტი და კრისტიანა ფერანდო დადგებიან.