ჩოგბურთი

19:26 | 1.06.2016 | ნანახია 1647 - ჯერ

ნადალი: “ზვერევს შეუძლია ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდეს”

რაფაელ ნადალის მწვრთნელმა და ბიძამ ტონი ნადალმა გერმანელ ალექსანდრ ზვერევზე და ზოგადად ახალგაზრდა ჩოგბურთელებზე ისაუბრა.

“ვხედავ რამდენიმე პერსპექტიულ ახალგაზრდას. ზვერევი ჯერ 19 წლისაა, თუ ის განვითარდება, მას შეუძლია მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდეს. დარწმუნებული ვარ ნიკ კირგიოსი რომელიმე დიდი სლემის ტურნირს მოიგებს. ბორნა ჩორიჩიც პერსპექტიული ჩოგბურთელია. წლის ბოლოს, ეს ბიჭები რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდებიან”- განაცხადა ნადალმა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:52 | 02.06.2016
naiki (5503)

ავოე ტონიიი შენი ძმისწულის პერსპექტივებს მიხედე რა!

ვინც ყველაზე უფრო პერსპექტიულია ახალგაზრდებში სწორედ იმას არ ახსენებ იგნორირებას უკეთებ - დომენიკ ტიემი!

22:23 | 01.06.2016
Zurab Ghughunishvili (1)

დიდად არ მიყვარს ნადალის ოჯახი ჩემი სუბიექტურობის გამო. ფედერერის ბალეშიკი ვარ და რაც მთავარია ნადალები ბალეშიკობენ რეალს მე კიდე ბარსელონას. მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად აბსოლიტურად ვეთანხმები, რომ ზვერევს შეუძლია პირველი ჩოგანი გახდეს, თუ არ შეუშლის ხელს თავისი ფსიქოლოგია ცოტა არასტაბილურია. მეც ძალიან მომწონს კირგიოსი. ერათადერთი არ ვეთანხმები ჩორიჩთან მიმართებაში არაფრის მომცემი ჩოგბურთელია, არაფერი არ აქვს ტექნიკური არსენალი საერთოდ და ყველაზე მეტად გამიკვირდა და ამავდროულად გამიტყდა რომ დომინიკ ტიემი არ ახსენა. აი ნახავთ ეგ ბიჭი მაქსიმუმ 2 წელიწადში ბომერ პირველი ჩოგბურთელი გახდება, ყველაფერი აქვს საერათოდ არსენალში როცა უნდა ძლიერად აწვდის 200 კილომეტრ საათსს ზევით, როვა უნდა ისე ტექნიკურად აწვდის რომ მეტი რომ არ შეიძლება, რაც შეეხება თამაშის სტილს ერთადერთი უნივერსალია ვინც მოდის პატარებს შორის და შეძლებს აბსოლიტურად ყველა კორტზე თანაბრად თამაშს. კიდევ ძალიან სწტაფიცაა, არც დაბალია და არც ისე მაღალი რომ ვერ მოძრაობდეს კორტზე აბსოლიტურად ყველაფერს აკეთებს და ძალიან სტაბილურია მეთოდურად უმატებს ნელ ნელა ზევით და ზევით მიიწევს, როგორც ერთ დროს ფედერერი მიიწევდა ზევით და ზევით.
P.S. ამ როლანდგაროსს მგონია რომ ტიემი მოიგებს და ფინალში ვავრინკას მოუგებს.

10:58 | 02.06.2016
CR7NOLE (15561)

2 წელი ეს წარმოუდგენელია... 2 წელი ნოვაკს ვერავინ ჩამოაგდებს ამას მე გეტყვი და ფედერერის 1 ადგილზე ყოფნის რეკორდსაც მოხსნის

10:56 | 02.06.2016
CR7NOLE (15561)

) საინტერესო პროგნოზია

01:14 | 02.06.2016
naiki (5503)

ნადალები არა კონკრეტულად რაფა ბალეშჩიკობს რეალს - ტონის ძმა ნადალის მეორე ბიძა ბარსელონაში თამაშობდა წლები (უნდა იცოდე ბარსოლენის ფანმა) და როგორ ფიქრობ რეალს უბალეშჩიკებს?

19:52 | 01.06.2016
CR7NOLE (15561)

20:15 | 01.06.2016
NADAL RAFAEL (4910)

რატომ გაგეცინა? არარეალურად ფანსტასტიკური არაფერი უთქვამს..)))

10:56 | 02.06.2016
CR7NOLE (15561)

ნადალზე ილაპარაკოს სხვაზე რომ ლაპარაკობს აი მაგიტომ გამეცინა

22:37 | 01.06.2016
NADAL RAFAEL (4910)

უი ხო ჩორიჩზე არ ვეთანხები მარტო

0.064476